რუსეთში, რუსული სამხედრო სიმბოლოს, გეორგიევსკის ლენტის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება, - შესაბამისი კანონი უკვე დაამტკიცა სახელმწიფო დუმამ.
როგორც რუსული მედია წერს, სამართალდარღვევა 3 მილიონი რუბლით ჯარიმას, ან სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. იურიდიულ პირს კი, სამართალდარღვევის შემთხვევაში შეიძლება, ხუთ მილიონამდე რუბლის გადახდა მოუწიოს.
კანონი ინტერნეტ სივრცესაც შეეხება. სამართალდამრღვევი, რომელიც გეორგიევსკის ლენტის შეურაცხყოფისთვის ინტერნეტს გამოიყენებს, დაისჯება ჯარიმით ორიდან ხუთ მილიონ რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. იგივე სასჯელი შეიძლება დაეკისროს პირს თუ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იქნა ჩადენილი.