სავარაუდო თავდამსხმელის დაკავების შემდეგ, კირთაძე ისევ გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე. თავდასხმის შემდეგ,  გამოკითხვაზე ის უკვე მეორედ დაიბარეს. 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებომ ცოტა ხნის წინ დააკავა მასზე სავარაუდო თავდამსხმელი. ის იოსებ სირაბიძეა.

შეგახსენებთ, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს აჭარაში, თავს გუშინ, 19 დეკემბერს, პირდაპირი ჩართვისას დაესხნენ თავს და კვერცხები ესროლეს. მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელი კადრებში კარგად ჩანს, სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან თითქმის 24 საათის შემდეგ დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. კირთაძე აცხადებს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს და ეს საქმეც თაროზე შემოიდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი