"მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი" - სიმონიანი პუტინს

გამოქვეყნდა:

პუტინმა მისივე პროპაგანდისტი და რუპორი, მარგარიტა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პროპაგანდისტული RT-ს მთავარ რედაქტორს ჯილდო "სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში დამსახურებისა და ეროვნული კულტურის განვითარებაში წვლილისთვის" გადაეცა.

სიმონიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა, "კაციჭამიების მკვლელობისთვის"

„ყოველთვის მინდოდა მეთქვა: გმადლობთ კაციჭამიების მკვლელობისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა...“ - განაცხადა სიმონიანმა და აღნიშნა, რომ  20 წლის წინ, პუტინმა „არ დაუშვა კავკასიის მოწყვეტა და ეთნიკური ხოცვა-ჟლეტა“.

სიმონიანს არც 2008 წელი და საქართველო დავიწყებია:

"მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი" - მიმართა მან პუტინს

პუტინმა მისივე რუპორისგან მადლობა დაიმსახურა ყარაბაღში "ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტისთვისაც" და დონბასში, "ჩვენი ხალხის კანიბალებისთვის სისხლიანი პირიდან გამოგლეჯვისთვის".

პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა მისივე აღიარებულ ლუგანსკისა და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკების" მარიონეტებს - ლეონიდ პასეჩნიკსა და დენის პუშლინს, ასევე ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილის რეგიონების "ხელმძღვანელებს" - ევგენი ბალიცკის და ვლადიმერ სალდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი