სახდეპში აცხადებენ, რომ ჩინეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა მზარდი რიცხვი შემაშფოთებელია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ჩინეთში, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია. ის იმედოვებს, რომ ჩინეთი კოვიდტალღის ამჟამინდელ მდგომარეობას გაუმკლავდება. 

"ვირუსის რიცხვი შემაშფოთებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-ს ზომის, ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით. ჩინეთისთვის არა მხოლოდ კარგია კოვიდთან შედარებით უფრო ძლიერ მდგომარეობაში ყოფნა, არამედ კარგია დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ჩვენ ვნახეთ ეს ამ ვირუსის მრავალი განსხვავებული პერმუტაციის დროს და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე ორიენტირებულები ვართ დავეხმაროთ მსოფლიოს ქვეყნებს COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში”,-  თქვა პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველდღიურ ბრიფინგზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი