მოსკოვში უცნობი, ნიღბიანი პირები ფინეთის საელჩოს დაესხნენ თავს, - ამის ამსახველ ვიდეოკადრებს ტელეგრამ-ჯგუფები ავრცელებენ.
ვიდეოში ჩანს რამდენიმე ათეული შენიღბული კაცი, რომლებმაც ფინეთის საელჩოს შენობას უროები ესროლეს.
მანამდე, ერთი თვით ადრე, რუსების მიერ დაქირავებული სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ევროპარლამენტარებს "საჩუქრად" ურო გაუგზავნა, რომელსაც ზედ ვაგნერის ლოგო ჰქონდა და სისხლის კვალი ეტყობოდა. ტელეგრამის ჯგუფები, ფინეთის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას სწორედ პრიგოჟინის ამ საჩუქარს უკავშირებენ და წერენ, რომ ეს ორი შემთხვევა ერთი და იგივე მესიჯის მატარებელია.
შემთხვევა დღეს, 20 დეკემბერს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.