კიდევ ერთი სარჩელი ჰააგაში და უქმოქმედო ხელისუფლება. უკვე 10 წელზე მეტია, "ქართული ოცნების" მთავრობას დაპაუზებული აქვს საქმე, რომელმაც მსვლელობა უნდა მისცეს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნოწმენდის საკითხს.
ივანიშვილის კლანი ისრების გადატანას კვლავ წინა ხელიუსფლებაზე ცდილობს და აცხადებს, რომ საქართველომ საქმე წააგო. თუმცა რეალობა ამ შემთხევაშიც რადიკალურად განსახვებულია. სახელმწიფო ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არ გაანახლა და არ დააკამყოფილა ჰააგის მოთხოვნები არსებითი განხილვის დასაწყებად.