პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უშედეგო მცდელობა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური სპეკულაციებისა და პროპაგანდის მიუხედავად, ერთადერთი, ვისაც სტრატეგიული პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ, "ოცნების" ხელისუფლებაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილის ადრესატი კვლავ ივანიშვილის პოლიტიკური კლანია, ისევე როგორც ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების განცხადებების, რომლითაც ოფიციალურმა კიევმა "ოცნების" ამაზრზენ პროპაგანდას უპასუხა.
საქართველოს მმართველი გუნდი ახლა რთულ მდგომარეობაშია, ფაქტია, რომ პოლიტპატიმარი მესამე პრეზიდენტის საკითხის აქტუალიზაციამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ამ ვითარებაში მმართვლი გუნდის იაფფასიან პროპაგანდას, კობახიძეს რომ დავესესხოთ, მოკავშირეებისთვის ჩალის ფასი აქვს.