1 დღე გადამწყვეტ პროცესამდე | ახალი დეტალები მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საქმეში

გამოქვეყნდა:

იუბილარი მესამე პრეზიდენტი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესის მოლოდინში. მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვამდე საათები რჩება. მოსამართლე გიორგი არევაძემ 2-ჯერ გადადებული სხდომის შემდეგ ხვალ იმ უცხოელ ექსპერტებს უნდა მოუსმინოს, რომლებმაც სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა მოამზადეს.

ამ დრომდე ღიად რჩება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარსდგომის შესაძლებლობა. მოსამართლემ პენიტენციური სამსახური დაავალდებულა ამ ჯერზე მაინც უზრუნველყოს მესამე პრეზიდიდენტითვის ლეპტოპის შეტანა პალატაში.

პარალელურად სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილ მომწამვლელ ნივთიერებებთან დაკავშირებით სამთავრობო არხებთან პირველ განცხადებას აკეთებს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მალხაზ ურთქმელიძე ამბობს, რომ საკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება და მძიმე მეტალების აღმნიშვნელი არც ერთი მაჩვენებელი ნორმას არ სცდება.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი