ნიუ-იორკში, 8 არასრულწლოვანმა 59 წლის კაცი მოკლა | პოლიცია

გამოქვეყნდა:

ნიუ-იორკში, 8 არასრუწლოვანმა გოგომ 59 წლის, ტორონტოელი კაცი მოკლა. პოლიციის განცხადებით, დაჭრილი კაცი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის მალევე გარდაიცვალა. სახელმწიფო მის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. 

ტორონტოს პოლიციაში ამბობენ, რომ დამნაშავე თინეიჯერებმა 59 წლის კაცს, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და ადგილიან მიიმალნენ. ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ არასრულწლოვანი გოგოები მალევე იპოვეს და დააკავეს. მათ ბრალი მკვლელობის მუხლით წარედგინათ. 

ტორონტოს პოლიციის სამსახურის ცნობით, სამი გოგონა 13-ის, სამი 14-ის,ორი გოგონა კი 16 წლისები არიან.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი