ჩართავენ თუ არა სააკაშვილის ჯერ ვერ გეტყვით, თუ არ ჩართავენ მისი უფლებების დარღვევა იქნება - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

დღეს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საკითხზე მორიგი პროცესი გაიმართება. უცნობია ამჯერად ჩართავენ თუ არა სხდომაზე დისტანციურად მიხეილ სააკაშვილს. 

"პროცესზე ჩართავენ თუ არა სააკაშვილის ჯერ დანამდვილებით ვერ გეტყვით, ეს გაირკვევა სასამართლო პროცესზე, იმედია ჩაერთვება, თუ არ ჩართავენ ეს იქნება კიდევ ერთხელ მისი უფლებების დარღვევა, თუმცა ჩვენ პროცესის გაჩერებას არ ვაპირებთ, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ პროცესი გაგრძელდება მოწმეები დაიკითხებიან", - თქვა ხაჭაპურიძემ. 

დღეს უნდა გამოიკითხოს "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, ასევე, უცხოელი ექსპერტები.

პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი