15 თვეში ადამიანი თავის თავს აღარ ჰგავს, სიმულაცია სინამდვილეში თქვენი პოლიტიკოსობა და რეფორმებია - მიქელაძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამთა მიქელაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ 15 თვეში ადამიანი თავის თავს აღარ ჰგავს. მისი თქმით, სიმულაცია სინამდვილეში ხელისუფლების წევრების პოლიტიკოსობა და რეფორმებია.

"ძალიან მძიმედ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი. 15 თვეში ადამიანი თავის თავს აღარ გავს, ეს ხო ფაქტია!

მტკიცების ტვირთი, თუ რა არის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესირებადი გაუარესების და რატომ ვერ აკავებს ამ რეგრესს უზრუნველყოფილი მკურნალობა, მხოლოდ სახელმწიფოზეა, რომელის სრული ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ იმყოფება პატიმარი.

ამ დრომდე სინამდვილეში ჩვენ დამაჯერებელი, სანდრო და თანმიმდევრული პოზიციები და მტკიცებულებები არ მოგვისმენია ამის შესახებ სახელმწიფოსგან. მხოლოდ დაცინვის და შურისძიების რიტორიკა ისმის.

სიმულაციის შედეგია ეს გამოფიტვა?! სიმულუაცია სინამდვილეში თქვენი პოლიტიკოსობა და რეფორმებია ბატონებო! არ დაუმსახურებია ჩვენს ნატანჯ ხალხს ერთი მეორეზე უარესი მთავრობები და ხელისუფლებები!" - წერს მიქელაძე. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი