თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება, ადვოკატმა მას სთხოვა წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება ვიზუალურად, თუმცა მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება არ მისცა.
"მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მოსამართლე არევაძემ ხაჭაპურიძის ამ მიმართვის შემდეგ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი „გაშიშვლებას დაიწყებდა“, მას გათიშავდნენ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დღეს დისტანციურ რეჟიმში ესწრება მესამე პრეზიდენტი.