ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ფოტოსა და გასული წლის 21 ივნისით დათარიღებულ ფოტოს აქვეყნებს და შედარებისთვის წერს, რომ 1 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი სრულიად ჯანმრთელი იყო.
"ბოლოს, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს, ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ. ყველა პატიმრის კეთილდღეობა სააკაშვილის ჩათვლით არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა",- აღნიშნავს კრამონი.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედიდან დისტანციურ რეჟიმში ჩართეს და საზოგადოებამ დაინახა, როგორ გამოიყურება მესამე პრეზიდენტი ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად.