შეძენილი დემენცია, რომელიც დიდი ალბათობით დაკავშირებულია ვერცხლისწყალთან და დარიშხანთან ექსპონირებით - ასე აფასებს ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
მას ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოწმის სახით კითხავენ.
ამერიკელი ექსპერტი მთავარ რეკომენდაციად მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გაყვანას და დასავლეთში, კვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანას ასახელებს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია:
"ის უნდა გამოყვანილ იყოს ციხიდან. ყოველი შემდეგი დღე, რომელსაც ის ციხეში ატარებს, ნიშნავს ამ ტრავმებთან შეხებას და ახდენს პროგრესირებას უკვე არსებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა. მას შემდეგ რაც ის ციხიდან იქნება გაყვანილი, უნდა იქნას გადაყვანილი დასავლეთში, შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკაში, რათა მოხდეს მისი სხვა თანმხლები დაავადებების შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან დაკავშირებით. ასევე მას დასჭირდება არასამედიცინო მეთოდები პოსსტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის, როგორიცაა ფსიქოთერაპია.
ეს (დემენცია) გამოვლინდა მკვეთრი შესუსტებით, დაქვეითებით მეხსიერების, ასევე ენასთან დაკავშირებული და კოგნიტური პრობლემებით. მისი კოგნიტური ფუნქციები მკვეთრად დაქვეითდა, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის ციხეში იმყოფება.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს არის შეძენილი დემენცია და დიდი შანსია, რომ ეს დემენცია დაკავშირებულია ტოქსიკურ ელემენტთან - როგორიცაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი, მათთან ექსპონირებასთან და რამდენადაც ამ დროის მოკლე პერიოდში, როგორც განვითარდა სწრაფად პროგრესირებადი დემენცია, დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს" აცხადებს ერიკ-დევიდ გოლდსმიტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს. პროცესზე დღეს სამედიცინო ექსპერტების გამოკითხვაა დაგეგმილი.