"მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, პროცესების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარება, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საუბრობს.
ამ საქმის ყველაზე დიდი თავსატეხი ამჟამად გახლავთ ეს საკითხი. დანარჩენი საკითხი, მე თუ მკითხავთ, გადაწყვეტილია. გამოცხადდა ბატონი გოლდსმიტი, ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა თავის დასკვნაში გაცემული დიაგნოზი, დაუზუსტებელი დემენცია. მეორე მხარის პოზიცია იყო, დააკვირდით თქვენც, მიმართული იმისკენ კი არა, რომ გარკვეულიყო რეალურად დიაგნოზის სიზუსტე და მერე ქმედითი ღონისძიება გატარდეს სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ იყო უსუსური მცდელობა, რამენაირად ხინჯი მოეძებნათ საექსპერტო დასკვნისთვის და მერე ეთქვათ, იცით რა, ეს იყო სიმულაცია და რასაც ვისმენთ ახლა მთელი თვეების განმავლობაში.
მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, რომ ეს პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, თორემ ამდენი, 30 მოწმე, 21 ტომი საქმე, კიდევ დაემატება რაღაც ტომები ვატყობ, ეს დროში იწელება ვისაუბრებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაიმე გამოსავალი უნდა მოიძებნოს, - თქვა ხაჭაპურიძემ.
მანამდე კი სასამართლო პროცესის დასრულებამდე მოსამართლე არევაძემ თქვა, რომ სხდომების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარება შეუძლებელია:
არევაძემ თქვა, რომ "ყოველთვის გასათვალისწინებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა", თუმცა, ის მასალა, რაც დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა წარადგინეს, გამოკვლევას საჭიროებს.
"მოლოდინს ნუ შევიქმნით, რომ ერთ ან რამდენიმე სხდომაში დასრულდება... რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, ასე იქნება. ვერ დავტოვებთ გამოკვლევების გარეშე მტკიცებულებებს და ვერ მივატოვებთ შუა გაში მოწმეებს" - თქვა მოსამართლე არევაძემ.
იხილეთ ასევე: