ლექსო ლაშქარავას საქმის ახალი და სრულიად სკანდალური დეტალი. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ადვოკატი ხმამაღლა ამბობს, რომ ლაშქარავას საქმეში ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია. შალვა ხაჭაპურიძე სიყალბეში ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს ადანაშულებს - სწორედ გეჯაძის ჩართვას მოითხოვს პროკურატურა სააკაშვილის საქმეშიც.
ადვოკატმა დღეს ის ფაქტიც განმარტა, რომ მას აქვს ჩანაწერი, რომლითაც მტკიცდება ხელისუფლების ზეწოლით ექსპერტიზის გაყალბება. იურისტს დაუყოვნებლად უპასუხა თავად ექსპერტმა, რომელიც უარყოფს რაიმე ზეწოლას, თუმცა მასთან კითხვები აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც - საიაში იხსენებენ, რომ დასკვნა მისი გამოქვეყნებისთნავე არ მოეწონათ და ახლა ხაჭაპურიძის განცხადების შემდეგ საჭიროა გამოძიების დაწყება.