ვნახეთ ერთწლიანი მკურნალობის შედეგი, მეორე მხარის სტრატეგიაა პროცესები გაჭიანურდეს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ გუშინ თვალნათლივ იხილა მიხეილ სააკაშვილის ერთწლიანი მკურნალობის შედეგი. მისივე თქმით, ჩანს, რომ პენიტენციური სასამართლო პროცესების გაჭიანურებას ცდილობს.

"ჩვენ ვიცით ის როგორ გამოიყურებოდა დაკავების დღეს და ვნახეთ ის დღეს როგორ გამოიყურება, ანუ ვნახეთ ერთწლიანი მკურნალობის შედეგი თვალნათლივ, რომელსაც რა ვიცი, ნებისმიერი ობიექტური ადამიანი შეაფასებს, როგორც კატასტროფას. მთავარი საზრუნავი ახლა არის რამენაირად სწრაფად მოხდეს ამ პროცესების ჩანიშვნა, ვინაიდან, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იცდის და მეორე მხარე, როგორც ვხედავთ, მათი მთავარი სტრატეგიაა რამენაირად გაჭიანურდეს ეს პროცესები", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ყოველ დღე უნდა ინიშნებოდეს სასამართლო პროცესები, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი