რუმინელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი ვლად გეორგე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
"Breaking: მიხეილ სააკაშვილის სხეულში ვერცხლისწყალი და დარიშხანი აღმოაჩინეს!
2021 წლიდან პოლიტპატიმრად მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ევროკავშირი ვერ მოითმენს ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას!
თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის სათანადოდ უნდა მოიქცეს",- წერს ევროპარლამენტარი.