ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ბიურო Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება დღეს.
"მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე სიმბოლურია და აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება",- ნათქვამია განცხადებაში.