
პარიზის ცენტრში, 69 წლის კაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 3 ადამიანი, 4 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პარიზის პროკურორმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. შემთხვევა ქურთების კულტურულ ცენტრთან ახლოს მოხდა.
ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა AFP-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მან გაიგო შვიდი ან რვა გასროლა და თქვა: "ეს იყო სრული პანიკა. ჩვენ შიგნით ჩავიკეტეთ".
თავდამსხმელს პოლიციის წყაროებმა უწოდეს "კავკასიელი". მომხდარი მოტივი, გაურკვევლი რჩება, თუმცა პოლიცია იკვლევს რასობრივ მოტივს.