რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია - ამერიკაში რუსეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

ამერიკაში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია.

როგორც რუსმა დიპლომატმა რუსულ გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში ისაუბრა, ვაშინგტონს დრო სჭირდება იმისთვის, რომ „გაიაზროს როგორი ამაოა მისი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, პრობლემურია ფაქტი, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არც კი ახსენებს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს.

„დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის გაგრძელდება დიალოგი - დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გაგვიყინია ეს პროცესი, ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთის ფედერაციასთან ეომათ“, - ამბობს რუსეთის ელჩი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი