რას ნიშნავს შეძენილი დემენცია? - მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი და ექიმების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

სწრაფად პროგრესირებადი დემენცია, რაც გამოწვეულია მოწამვლით. საუბარია მძიმე მეტალებზე - ვერცხლისწყალსა და დარიშხანზე - ეს არის ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის ჩვენება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე.  

დემენცია  -  შემეცნებითი ფუნქციების, მათ შორის, მეხსიერების, აზროვნების, განსჯისა და სწავლის უნარის ნელი, პროგრესული დაქვეითებაა, თუმცა ექიმი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს შეძენილი დემენცია, რაც მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.  ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, მესამე პრეზიდენტს ეს დიაგნოზი აქვს იმის გამო, რომ მოწამლეს. 

ამიტომ, ექიმი ერიკ გოლდსმიტი ხაზგასმით ამბობს, რომ გამორიცხულია ის სიმულირებდეს - „დიახ, ჩემი სამედიცინო რწმუნების მაღალი ხარისხით მინდა გითხრათ, მისი მდგომარეობა მძიმეა და შეიძლება გართულდეს. უბრალოდ ის შეიძლება მოკვდეს" -  თქვა სასამართლოს წინაშე ამერიკელმა ექიმმა. 

ამ ფონზე "ოცნება" მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებითა და პროპაგანდით არის დაკავებული, რომ თითქოს მესამე პრეზიდენტი სიმულიანტობს და ავადმყოფობას იგონებს. არადა ყოველი დღე "ვივა მედის" კლინიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი