დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - აცხადებს რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი. ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ ამ გეგმის განსახორციელებლად ადამიანების ჩართულობა მთელი მსოფლიოდან იქნება საჭირო.
"ჩვენ როგორც დაგპირდით, ველოდებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ორშაბათს კი საჯაროდ გამოვაქვეყნებთ ჩვენ გეგმას თუ როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მაგრამ ამაში აუცილებლად დაგვჭირდება ყველა ჩვენი გამომწერის, ყველა ჩვენი მაყურებლის, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ჩვენი მხარდამჭერის ჩართულობა", - თქვა მან.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, საქართველოს პრეზიდენტი იპოვის შესაძლებლობას, შეიწყალოს ის საქმეზე, რომლის გამოც მას 6 წელი მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, რომ რუს უფლებადამცველს სამი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაუგზავნა, სადაც მესამე პრეზიდენტი პუტინის მიერ მისი ლიკვიდაციის ბრძანების შესახებ წერს.