შემაშფოთებელია, რომ სააკაშვილი არც გამოხმაურებულა მოშიმშილეების პროტესტს - იონათამიშვილი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატ იონათამიშვილისთვის, "შემაშფოთებელია", რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის პროტესტს არ გამოხმაურებია. 

"ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი, ცხადია შიმშილობის ფაქტის შემდეგ არის ის, რომ სააკაშვილს არათუ არ უთქვამს მათთვის, რომ არ ეშიმშილათ, არამედ არც გამოხმაურებულა მოშიმშილეების ამ პროტესტს. რაც, ჩემის აზრით მეტყველებს ზუსტად მის დამოკიდებულებაზე საკუთარი თანაგუნდელების მიმართ." ამბობს იონათამიშვილი.

ენმ-ს დეპუტატს, ანი წითლიძეს იონათამიშვილმაც მოუწოდა შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა - "პროტესტის ამ ფორმას არ აქვს არანაირი არც აზრი, არც გამართლება და ცხადია ვერც შედეგი ვერ იქნება შესაბამისი" - ამბობს დეპუტატი.

ენმ-ს დეპუტატებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ, თემურ ჯანაშიამ და აბდულ ისმაილოვმა შიმშილობა 15 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს, თუმცა ყველა მათგანის მდგომარეობა მალევე დამძიმდა, რის გამოც ექიმების ჩარევა გახდა საჭირო და მათ შიმშილობა შეწყვიტეს. 

ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ წითლიძე შიმშილობს. მისი მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა წითლიძე ამბობს, რომ პროტესტს არ შეწყვეტს

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი