რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ხვიჩა მღებრიშვილს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც აცხადებენ, რომ ყველა ბერკეტი ამოქმედებულია.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 3 ივლისს დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოკუპირებული ცხინვალის მტკიცებით, მღებრიშვილი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა. ამ განცხადებას დაკავებულის ოჯახი აბსურდულს უწოდებს.
დღეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეების ოჯახებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს და ხელისუფლებას ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდეს.