რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნების არაფორმალური სამიტის მონაწილეებს "თანამეგობრობის ნიშნად" ბეჭდები აჩუქა.
პუტინმა დსთ-ს ქვეყნების არაფორმალური სამიტის მონაწილეებს თანამეგობრობის ნიშნად, ბეჭდები გადასცა.
თეთრი და ყვითელი ოქროს მსგავსი ლითონისგან დამზადებულ თითოეულ ბეჭედს დსთ-ს სიმბოლოები და წარწერა აქვს - "გილოცავთ ახალ 2023 წელს" და მითითებულია ქვეყნის სახელი, სადაც სამიტი გაიმართა - რუსეთი.
ბეჭდები მიიღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ლუკაშენკო იყო ერთადერთი, რომელმაც ბეჭედი მაშინვე გაიკეთა.
პუტინმა ერთი ბეჭედი შეინახა.
პუტინის პრესმდივნის, პესკოვის თქმით, ბეჭდები "უბრალო საახალწლო სუვენირია და მასში განსაკუთრებული არაფერია". მისივე თქმით, პუტინი ბეჭედს არ ატარებს.