მედვედევი 2023 წელს აშშ-ში სამოქალაქო ომს და გერმანია-საფრანგეთის კონფლიქტს პროგნოზირებს

გამოქვეყნდა:

მედვედევი 2023 წელს, გერმანია-საფრანგეთს შორის ომს და აშშ-ში სამოქალაქო ომს პროგნოზირებს, რომელიც, მისი ვარაუდით, ილონ მასკის პრეზიდენტობით დასრულდება. 

"სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიასა და ტეხასში, შედეგად ეს შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფოებად იქცევიან. ტეხასი და მექსიკა შექმნიან მოკავშირე სახელმწიფოთა გაერთიანებას. ილონ მასკი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში რიგ შტატებში, რომლებიც, ახალი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელების იქნება" - დაწერა მედვედევმა.

მან ასევე 2023 წლის ომის პროგნოზების სიაში, ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება იწინასწარმეტყველა, რაც, მისი თქმით, ალიანსს საბოლოოდ დაშლის. 

"პოლონეთი და უნგრეთი დაიკავებენ ადრე უკრაინის მფლობელობაში მყოფ დასავლეთ რეგიონებს. 
შეიქმნება მეოთხე რაიხი, რომელიც მოიცავს გერმანიის ტერიტორიას და მის სატელიტებს, ანუ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, კიევის რესპუბლიკას და სხვებს", - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი