ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობისგან გათავისუფლდა - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით, მძღოლი გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ტრაგედია რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე 27 ოქტომბერს მოხდა. როგორც ამბობენ, ბავშვი გაჩერებულ ავტობუსთან იდგა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლებიც, ხოლო ავტობუსის მძღოლმა ის ვერ შენიშნა და სატრანსპორტო საშუალება დაძრა, რა დროსაც მცირეწლოვანს შეეჯახა. 4 წლის ბიჭი გარდაბნის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა შესვლისას ის უკვე დაღუპული იყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი