მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება, რადგან ის ამის აზრს ვერ ხედავს - განცხადება ამის შესახებ ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ, გიული ალასანიამ გააკეთა - "აზრი არ აქვს, მაინც არ ჩართავენ და ხომ იცით, როგორც მთავრდება" ამბობს ალასანია.

მესამე პრეზიდენტი დღეს უკრაინის კონსულმაც მოინახულა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგიო არევაძე მესამე პრეზიდენტის სასჯელის გათავისუფლების, ან გაუქმების  შუამდგომლობას განიხილავს. პროცესზე იგეგმება ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. 

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი 22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ვივა მედიდან დისტანციურად ჩართეს, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. მალევე მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესში მონაწილეობა ვაღარ გააგრძელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი