გვექნება შუამდგომლობა ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი იწყება. მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას განიხილავს. 

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დარბაზში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დააყენებენ შუამდგომლობას პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაინიშნოს.

"მოწმეები გამოჩნდება სასამართლო პროცესი რომ დაიწყება, მერე დავასახელებთ, რაც შეეხება შუამდგომლობას, პროცესის დასრულებისკენ გვექნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა ბატონ სააკაშვილს, მას ფაქტიურად აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება", - თქვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, გამოითხოვეს ექსპერტიზის დასრულების შემდგომი სამედიცინო ბარათები და გაირკვა, რომ "ამჟამად ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ფაქტიურად რაც ექსპერტიზის დასკვნაში დევს იმის საწინააღმდეგო ექიმები მოიყვანონ, ბევრს არ გააჩნია ლიცენზიები ამაზე შემდეგ გვექნება საუბარი, ცდილობენ რამენაირად უარყონ თუ რაიმე დიაგნოზები არსებობს". 

ცნობისთვის, პროცესს დღეს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი