"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების სიის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, მედიასაშუალებებში კანდიდატების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ივარაუდება, რომ "ქართული ოცნება" რეგიონებში შემდეგ კანდიდატურებს წარადგენს:

  • ახალციხე -ანტონ ობოლაშვილი
  • ბოლნისი - გოგი მეშველიანი
  • რუსთავი - ნინო ლაცაბიძე
  • ზესტაფონი - ბეჟან წაქაძე
  • მცხეთა- შალვა კერესელიძე
  • გურჯაანი - დავით სონღულაშვილი
  • თელავი - ირაკლი ქადაგიშვილი
  • რაჭა - გოჩა ენუქიძე


"მთავარმა" მმართველი გუნდის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობაც გაარკვია. იმერეთი ერთადერთი რეგიონია ქვეყანაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მაჟორიტარი ეყოლება

ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში "ოცნებიდან" ინფექციური საავადმყოფოს დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე იბრძოლებს. ლომინაძემ ინფორმაცია თავადაც დაადასტურა.

საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქშისაჩხერის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძეს წარადგენენ;

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში "ოცნება" ტყიბულის და თერჯოლის მოქმედ მაჟორიტარს ელგუჯა გოცირიძეს დაასახელებს;

სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონის ოლქში მმართველი პარტია გივი ჭიჭინაძეს წარადგენს, რომელიც ხონისა და ვანის მოქმედი მაჟორიტარი და ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია

 

რაც შეეხება თბილისს. მმართველი გუნდი გლდანში სფფ- პრეზიდენტის და მოქმედი დეპუტატის, ლევან კობიაშვილის კანდიდატურის წარდგენას გეგმავსკობიაშვილი ერთ ერთ ყველაზე დიდ ოლქში, "ენმ"- კანდიდატს, ნიკა მელიას დაუპირისპირდება, ინფორმაცია ამის შესახებ "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

ისანში "ოცნებასოზარ სუბარს ასახელებს, რომელიც ამ დროისათვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია; ჩვენი ინფორმაციით კი, "ოცნება" ამ ოლქში ისევ მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს წარადგენს; ისნის რაიონში ოპოზიციიდან კენჭს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე იყრის.

"მთავარის" ინფორმაციით კი, "ქართული ოცნება" სოზარ სუბარს თბილისის სიდიდით მეორე ოლქში - სამგორში წარადგენს, სადაც "ნაციონალური მოძრაობიდანკენჭს ლევან ხაბეიშვილი იყრის.

საბურთალოზე კი, "ოცნებაჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს დასახელებას ფიქრობს. ჯერჯერობით ოპოზიციას საბურთალოზე კანდიდატი არ წარუდგენია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნება" დავით სერგეენკოსთან ერთად, საბურთალოზე მაჟორიტარობას ამირან გამყრელიძეს სთავაზობს და მისგან პასუხს ელოდება.

მმართველი პარტია ჯერ კიდევ ფიქრობს, ვინ დააყენოს ვაკის ოლქში. ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე სახელდება.

შალვა ნათელაშვილის კონკურენტი ნაძალადევში მმართველი პარტიიდან დიდი ალბათობით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება

დიდუბე/ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნება" აქტიურად ორ კანდიდატზე მსჯელობმოქმედ მაჟორიტარზე გიორგი ვოლსკისა და ილია წულაიაზე.

ვინ იქნება "ოცნების“ კანდიდატი მთაწმინდისა და კრწანისის გაერთიანებულ ოლქში, ჯერჯერობით უცნობია. კამპანია აქ ჯერ მხოლოდ ოპოზიციის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს აქვს დაწყებული

"ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 30-ვე ოლქში ხვალ, 20 ივლისს  დაასახელებს. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე კი, სია უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კი რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა,  ირაკლი კობახიძე დანიშნა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი