ამერიკელი პროფესორის უმძიმესი დასკვნა და დაკითხვის მნიშვნელოვანი დეტალები. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სამ საათზე მეტ ხანს ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენებას ისმენდა. ტოქსიკოლოგმა და დევიდ სმიტმა, ტოქსიკოლოგი და საექპერტო დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა დევიდ სმიტმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლულია და ინტოქსიკაციის პროცესი სათანადო მკურნალობის გარეშე სავალალო შედეგით დასრულდება.
ამერიკელი პროფესორი ასახელებს სავარაუდო თარიღსაც, როდის მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები. სმიტის გათვლით, ეს დაახლოებით მარტის თვეა - პერიოდი, როდესაც მესამე პრეზიდენტი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. საქმის განხილვა დღეს "ვივა მედის" ნევროლოგის დაკითხვით დასრულდა. პროცესი უკვე ხვალ განახლდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი