ოდიშარია: შევეცადე, გულისყურით მომესმინა ექსპერტებისთვის - აქვთ ამერიკული სახელი და გვარი და ამით აპელირება ხდება

გამოქვეყნდა:

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ნაკლებად მაქვს მხარედმონაწილეობის გამოცდილება. აქამდე არ ვყოფილვარ არანაირი სამართლებრივი პროცესების მონაწილე, მით უმეტეს, როცა სიღრმეებში შედიან ექსპერტები, მაგრამ შევეცადე, გულისყურით მომესმინა ამერიკელი ექსპერტებისთვის. რასაც მივხვდი, აქვთ ამერიკული სახელი და გვარი და ამით აპელირება ხდება ძალიან მოქნილად[...]

90-იან წლებში იყო პერიოდი, როცა მეტი წონისთვის ამერიკული სახელისა და გვარის ადამიანები ჩამოჰყავდათ. სხვათა შორის, ზოგი სახელ-გვარი გადაკეთებული იყო. თითქოს, ამით პროცესს წონას სძენდნენ. ამ ადამიანმა უნდა ილაპარაკოს საქმეზე, გამოიტანოს დოკუმენტი. გასაგებია, რომ ლიცენზია აქვს, მაგრამ მისი მონაწილეობა ამ საექსპერტო დასკვნაში ნულოვანია. საპირისპიროდ არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელსაც საერთაშორისო ქსელი აღიარებს. რატომ არ უნდა ვენდოთ მას და უნდა ვენდოთ ვიღაც ადამიანს, ვისაც ჩემთვის მისი კომპეტენცია ვერ დავინახე, გარდა იმისა, რომ უცხოური სახელი და გვარი აქვს. დილას ბევრი ადამიანი გამოიყურება მძიმედ, ვიდრე სამსახურში წავა და მოწესრიგდება. ამაზე საუბარი ძალიან მერიდება. ასეა თუ ისე, რა სასათბურე პირობებშიც არ უნდა იხდიდე სასჯელს, ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის პატიმარზე სარკაზმით საუბარი.

- ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით თქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი