Airfinity: ჩინეთში, COVID 19-ით ინფიცირების შედეგად, დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება

გამოქვეყნდა:

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ბრიტანეთში არსებული ჯანდაცვის კომპანია Airfinity-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი. გარდაცვლილთა რიცხვი კი გასული კვირის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

Airfinity-ის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. "ნულოვანი პოლიტიკის" გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში COVID 19-ს სულ მცირე 100 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი