"გრიპისა და COVID 19 -ის მუტაციების გამო, პუტინი ჟურნალისტებთან კიდევ დიდი ხანი არ ისაუბრებს" | პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, "გრიპისა და COVID 19-ის მუტაციების" გამო, პუტინი ჟურნალისტებთან კიდევ დიდი ხანი არ ისაუბრებს, რადგან "ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია".

"სიმართლე გითხრათ, არა მგონია უახლოეს პერსპექტივაში ის [პუტინის მედიასთან საუბარი] ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც პანდემიამდე იყო… ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ მოლოდინი, რომ მალე ისევე იქნება, როგორც ადრე, მცდარი იქნებოდა. გიპასუხებთ: არ იქნება", - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, "ვინც პასუხს აგებს პუტინის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოების ზომები 
უნდა მიიღონ".

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი