რუსეთის დუმისა და ფედერაციის საბჭოს წევრებმა ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვეს

გამოქვეყნდა:

რუსი დეპუტატი, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი, ელენა აფანასიევა აბობს, რომ მომღერალ ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. მან Telegram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზეა გადაღებული. კადრებში ისმის, რომ მელაძეს მიმართავენ სიტყვებით " Слава Україні! ის კი პასუხობ პასუხობს - Героям слава! 

აფანასიევა ამბობს, რომ ამისთვის მელაძეს არა ტიტულები, არამედ მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან.

"მელაძე პატიოსანი კაცი რომ ყოფილიყო, რაც მეეჭვება, თვითონაც უარს იტყოდა რუსეთის მოქალაქეობაზე. მაგრამ ისინი მიჩვეულები არიან რუსეთში დიდი ფულის შოვნას. და "შეძენილი ზედმეტი შრომით" მილიონების, დახარჯვას აღვირახსნილ გართობაში", - დაწერა მან. 

პარტია "სამართლიანი რუსეთის" ლიდერმა, სერგეი მირონოვმა, ასევე დაწერა, რომ ვალერი მელაძეს ყველა ტიტული უნდა ჩამოერთვას. მან მელაძე "ორ სკამზე ჯდომის" მცდლობის გამო გააკრიტიკა.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე, წლები ცხოვრობდა რუსეთში და "დამსახურებული არტისტის" წოდება აქვს მიღებული. მან ღიად მხარი არ დაუჭირა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი