"ყოველთვის გამოთქვამდა სურვილს, რთული იქნება" | გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრებაზე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში"  მესამე პრეზიდენტი, დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებზე მიხეილ სააკაშილის დასწრებას, ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი პროცესზე დასწრების სურვილს ყოველთვის გამოთქვამდა, თუმცა გადაწყვეტილება, მისმა მკურნალმა ექიმებმა უნდა მიიღონ. 

"გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე ძალიან შეშინებული წავედი აქედან. სხვა მხრივ ეს პროცესები გრძელდება ღრმავდება ალბათ არ ვიცი. ჩვენ ყოველთვის მაგ აზრზე ვიყავით, რომ დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს [სასამართლოს ჩატარება] იმიტომ, რომ გვაქვს მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს ... თვითონ ყოველთვის გამოთქვამდა სურვილს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ მე, რომ მკითხოთ რთული იქნება" - ამბობს გიული ალასანია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებამდაცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პროცესებზე ფიზიკურად დასწრება სურს.  

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 9 იანვარსაა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი