აქცია წინასწარ იყო შეთანხმებული, გაუგებარიცაა და საწყენიც ლოკაციის შეცვლა - ნაყოფია ხაბეიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივნის, კობა ნაყოფიას თქმით, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია წინასწარი იყო შეთანხმებული პარტიის ყველა წევრთან და გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია დაგეგმილი აქციის განსხვავებულ ადგილზე დაანონსება.

"აქცია წინასწარ იყო შეთანხმებული მხარეებთან, მე მქონდა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, კანდიდატების წარმომადგენლებთან ყველამ იცოდა ლოკაცია მათ შორის. ჩემთვის გაუგებარიც არის და საწყენიც, რომ ასე ბოლო წუთს ხდება ლოკაციების შეცვლა და შემდეგ საუბარი იმაზე, რომ თითქოს არ იყო მათთვის ცნობილი და ა.შ. ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალურად ბევრნი ვიყოთ და დავანახოთ, რომ არა მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, არამედ საქართველოშიც, ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე ძალიან ბევრნი ვიქნებით, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილისადმი", - ამბობს კობა ნაყოფია.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ადგილზე დააანონსა. 

შეგახსენებთ, 4 იანვრის გლობალური აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი