მექსიკის ციხეზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა - CNN

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაშავდა მექსიკის სასაზღვრო ქალაქ ხუარესში მდებარე ციხეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას.

როგორც CNN იტყობინება, გარდაცვლილებს შორის 10 ციხის დაცვის თანამშრომელი იყო, ხოლო 4 მათგანი კი პატიმარი.

ინციდენტი 1 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. ციხესთან ბოროტმოქმედები ჯავშანმანქანით მივიდნენ და ციხის მცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდარით ისარგებლეს პატიმრებმა და 24-მა მათგანმა ციხიდან გაქცევა შეძლო.

CNN-ის ცნობით, ციუდად-ხუარესი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქია მექსიკაში და ორი ყველზე დიდი ნარკოკარტელის - "სინალოასა" და "ხუარესის" დაპირისპირების ეპიცენტრია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა ციუდად-ხუარესში ციხეს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი