"გადაარჩინე მიშა!" | მსოფლიოს 40-მდე ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

კიევი, ბერლინი, სოფია, კიშინოვი, რიგა, ბრიუსელი, ჰააგა, მიუნხენი, სტრასბურგი, ვარშავა, ათენი, ბარსელონა - საქართველოს გარდა თავისუფალი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთიანდებიან მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში. ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გადასვლის უფლება უნდა მისცეს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დროშებით, ტრანსპარანტებითა და შეძახილებით მივიდნენ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.

გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში გაიმართა უკვე გაიმართ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია, რომლის ინიციატორები, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი არიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი