
მიიღებს თუ არა "რესპუბლიკური პარტია" 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას - ეს საკითხი დღეს, 20 ივლისს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. სასამართლოში სარჩელი "რესპუბლიკურმა პარტიამ" მას შემდეგ შეიტანა, რაც ცესკო-მ მათ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
დღეს გაიმართება სასამართლო სხდომა და ვნახოთ რას გადაწყვეტს მოსამართლე, ჩვენი პოზიციაა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ არ დაარღვია ვადები, გააგზავნა ცესკო-ში დოკუმენტები და უნდა მივიღოთ რეგისტრაცია, მოსამართლემ რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება" - თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას" 2020 წლის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარის 17 ივლისის განკარგულებით დასტურდება. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, უარის მიზეზი განაცხადის დაგვიანება გახდა.