მსოფლიო დედაქალაქები - ყველაგან, სადაც ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ფუნქციონირებს, დღეს პროტესტის ეპიცენტრი იყო. აქციებზე ისმოდა საქართველოს ჰიმნი და შეძახილები - გადაარჩინე მიშა.
ემიგრანტები და ქვეყნის მეგობარი უცხოეთის მოქალაქეები მიმართავენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან ერთად ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის ტოლფასია.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალის დასაბრუნებლად - ასეთია სოლიდარობის აქციის ორგანიზატორების კიდევ ერთი მთავარი გზავნილი.