დარწმუნებული ვარ, სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას - მურუსიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

მოსამართლე მურუსიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების საქმეზე, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და უვადო მოსამართლე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, რადგან მისი თქმით, საქმეს სასამართლო იხილავს:

"საქმე იხილება სასამართლოში. მე როგორც მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო მიიღებს სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას" ამბობს მურუსიძე.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის სასამართლო ორშაბათს, 9 იანვარს გაიმართება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი