ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თქმით, ჩინეთის მიერ კორონავირუსის გავრცელებული მონაცემები, ნაკლებად გამოხატავს COVID-ის ზრდას და სიკვდილიანობას. 

ჯანდაცვის ორგანიზაციის, საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელის, მაიკ რაინერის თქმით, ჩინეთმა გასულ თვეში ზედმეტად შეამცირა კორონავირუსით გარდაცვალების კლასიფიკაციის განსაზღვრება. კერძოდ, ამჟამად, ჩინეთში გარდაცვალება კორონავირუსთან დაკავშირებულად მხოლოდ ვირუსის შედეგად პნევმონიის განვითარებისა და სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში ითვლება.

"მიგვაჩნია, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები ნაკლებად გამოხატავს ვირუსის გავრცელების რეალურ შედეგებს, კერძოდ ჰოსპიტალიზაციისა და ვირუსით გარდაცვალების კუთხით. ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს სრული მონაცემები", - თქვა მაიკ რაიანმა.

ჯანმო მიიჩნევს, რომ გარდაცვალება კორონავირუსთან დაკავშირებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის გამოწვეულია "კლინიკურად შეთავსებადი დაავადებისგან" პაციენტში, რომელსაც ინფექცია სავარაუდოდ, ან დადასტურებულად ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი