თავდასხმა ვანო მერაბიშვილზე - თითქმის სამი საათია, "უცნობის" სიძე გამოკითხვაზეა. გია გაჩეჩილაძის ოჯახის წევრი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა განყოფილებაში შესვლამდე მას კომენტარი არ გაუკეთებია.
საქმე ეხება 2 იანვარს ვაკეში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, "უცნობის" სიძე ერთ-ერთ აფთიაქში შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს თავს დაესხა. გამოკითხვაზე შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს უწყების დატოვების შემდეგ უპასუხებდა.