კოვიდის ახალი ტალღა. მსოფლიოში ომიკრონის ახალი შტამი აქტიურად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, სპეციალისტებმა ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა ეს შტამი უფრო სახიფათო ვიდრე სხვები. ახალი შტამი უკვე აღმოჩენილია შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ევროპის 29 ქვეყანაშიც. ევროკავშირი შეზღუდვებს აანონსებს.