პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, ის თავის სამხედროებს სახლში წაიყვანდა და ომი დასრულდებოდა - ბერბოკი "ზავზე" 

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებზე უკრაინაში ე.წ. "ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის" შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა. 

"პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, ის თავის სამხედროებს სახლში წაიყვანდა და ომი დასრულდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას და ვერც უსაფრთხოებას ადამიანებისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას",- წერს ის Twitter-ზე. 

ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, რეჟიმი 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი