პუტინს სურს გამოიყენოს შობა, რომ დონბასში უკრაინის ძალების წინსვლა შეაჩეროს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ "საშობაო ზავის" გამოცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პუტინს შობის გამოყენება სურს უკრაინის ჯარის წინსვლის შესაჩერებლად. მისი თქმით, მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში.

"ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში ცოტა ხნით და ჩვენს პოზიციებთან გადაიყვანონ მობილიზებულები, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა.

მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ბრძოლა", - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი