პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრერმლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის განკარგულების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების ზონაში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. მანამდე, რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, "საშინაო კონფლიქტში" მონაწილე მხარეებს "საშობაო ზავის" დამყარებისკენ მოუწოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი