გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოში ჩამოდის

გამოქვეყნდა:

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ორშაბათს ღამით საქართველოში ჩამოვა. ის მონაწილეობას იღებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც მთავარი საკითხი უკრაინა და რუსული აგრესია იქნება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბენ ჰოჯესი განსაკუთრებით კარგად იცნობს ჩვენ რეგიონს, მისი რჩევები კი ქვეყანამ, როგორც სახელმძღვანელო, ისე უნდა აიღოს.

დამატებითი დეტალები, იქნება თუ არა ცალკეული შეხვედრები ბენ ჰოჯესთან, ჯერ უცნობია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი